"დასკვნაზე კითხვები გვაქვს" - რატი ბრეგაძის იერიში სახალხო დამცველის ექიმთა კონილიუმზე
რატი ბრეგაძის იერიში სახალხო დამცველის ექიმთა კონილიუმზე - იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ექიმი გიორგი გრიგოლია "ტვ პირველისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო გააკრიტიკა, სადაც მედიკოსმა მიხეილ სააკაშვილის ანალიზებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისნისტრის მტკიცებით, გრიგოლიამ არასწორი დასკვნები გააკეთა და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას. მისივე განცხადებით, სახალხო დამცხველის ექიმთა კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით მის უწყებას კითხვები აქვს და ამ კითხვებით მათ ომბუდსმენის აპარატს უკვე მიმართეს.
ამ დასკვნაში არსებობს გარკვეული დანართები და სხვათა შორის ეს დანართი სახალხო დამცველის გადაწყვეყეტილებით არ არის საჯარო, ჩვენ მათ სარმდენიმე კითხვით მივმართეთ. სახალხო დამცველის აპარატისგან პოზიციების დაზუსტება გვინდა. მას შემდეგ რაც სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიღებს არგუმენტირებულ პასუხს, გაანალიზებს ამ პასუხებს, თუ საჭიროება იქნება, რომ ჩატარდეს დამატებითი გასაუბრება ჯგუფის წევრებთან, ამის შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებელი იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარება შესაძლოა საჭირო იყოს.
30 აპრილს "ტვ პირველის" ეთერში, ბატონმა გიორგი გრიგოლიამ გააჟღერა პერსონალური და შესაძლოა, თამამად ითქვას, განსაკუთრებული ხასიათის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილს. კერძოდ, სისხლში ალბონიმის რაოდენობასთან დაკავშირებით. გაჟღერებული ინფორმაცია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მკვეთრად განსხვავდება ანალიზებში მოცემული რეალობისგან, ეს ანალიზები ხელმისაწვდომი იყო მათ შორის ექიმთა ჯგუფისთვის. სწორედ ამიტომ არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები დასკვნასთან დაკავშირებით"- თქვა მინისტრმა.