სააკაშვილმა იმდენი ხანი იმგზავრა რძის პროდუქტებთან ერთად, განზიდვა აქვს - კობახიძის ირონია

02.05.22 13:57
სააკაშვილმა იმდენი ხანი იმგზავრა რძის პროდუქტებთან ერთად, განზიდვა აქვს - კობახიძის ირონია

 "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მორიგი ირონია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - მმართველი პარტიის ლიდერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ის ვერსიაც დაუშვა, რომ მესამე პრეზიდენტი "სპეციალურად არ იღებს ცილას, რომ შემდეგ წონაში დაიკლოს და ეს დიაგნოზი დაუსვან".

ვერ იღებს, ან არ იღებს, რას ჰქვია? - თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. ეს გამოცხადებულია რა აქვს. რაც შეეხება იმას, რომ ვერ იღებს, არ ვიცი, რატომ ვერ უნდა ჭამდე კვერცხს, ან ხაჭოს ადამიანი?!  ეს მე არ ვიცი და ამ დეტალებში ვერ შევალ. რატომ შეიძლება, ჭამდე შოკოლადს და არ ჭამდე ხაჭოს, ამ დეტალებში მე ვერ შევალ. ჭამოს კვერცხი და ხაჭო და დამთავრდება პრობლემა. მე მგონი, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რაღაც განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. ეს ხუმრობით. ეს შეიძლება, იყოს მარტივი, წინასწარ განსაზღვრული გეგმა. შეიძლება, ზუსტად იმიტომ არ იღებს ცილას, რომ მერე ეს დიაგნოზი დაგისვან“ - განაცხადა კობახიძემ.