"არ არგებს ჩვენს მეგობრობას" - პაპუაშვილი უკრაინას განმარტებებს სთხოვს
უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმასციასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილი ომში მყოფ ქვეყანას განმარტებებს ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ვნებს.
ამ შემთხვევაშიც ვნახეთ, აბსოლუტურად არგუმენტების გარეშე გაკეთებული განაცხადებაა და ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ვხედავთ, რომ შემდეგ არანაირი მტკიცებულება ამას არ მოჰყოლია. აქაც სჩანს, რომ არის უბრალოდ განაცხდება. სამწუხაროა, ეს ნამდვილად არ არგებს იმ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის არის. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ განმარტებას გააკეთებენ დამატებით. ეს აზიანებს თავად უკრაინის სახელისუფლებო სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობას საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, - თქვა პაპუაშვილმა.
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დახმარებით ცდილობს. გაშიფრულია სქემა, რომლითაც რუსული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავა. ირკვევა, რომ ოკუპანტები საკუთარ პროდუქციას თბილისში, ერევანსა და ბაქოში შეიტანენ, უცხოურ ბაზრებზე კი რუსული პროდუქტი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ეტიკეტით გაიყიდება.