ამ ვითარებაში პლებისციტის იდეა უადგილოა - ეკა ბესელია

02.03.21 16:55
ამ ვითარებაში პლებისციტის იდეა უადგილოა - ეკა ბესელია

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პლებისციტის იდეას მხარს არ უნდა უჭერდეს. პარტია ,,სამართლიანობისთვის" ლიდერი მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს შეუძლია. 

შეთანხმებაა საჭირო და მე მიმაჩნია, რომ პლებისციტის იდეა ამ ვითარებაში საერთოდ უადგილოა და არალევანტური.  არც ადრე მიმაჩნდა პლებისციტი გონივრულ გამოსავლად.  მგონია, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს ახალი არჩევნების თარიღზე, განისაზღვროს საარჩევნო ცვლილებების ძირითადი საკითხები, - აცხადებას ეკა ბესელია.

პარტია ,,სამართლიანობისთვის" ლიდერმა აღნიშნული განცხადება ,,ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეკრების დროს გააკეთა.