უკრაინის დაზვერვის სკანდალური განცხადება - დარჩიაშვილის უწყებაში ანდრი კასიანოვი განმარტებებისთვის დაიბარეს
უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული სკანდალური განცხადების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ომში მყოფი ქვეყნის, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს.
მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას, განცხადებით, კიევს მოუწევს, გააკეთოს განმარტებები მისი დაზვერვის მიერ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობა უკრაინელ დიპლომატისგან ითხოვს განმარტებას, თუ რას ეყრდნობოდა დაზვერვა, როდესაც ოფიციალური თბილისი გუშინ რუსეთან საიდუმლო თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეული იქნა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი, რომელსაც მკაცრად ეთხოვა განმარტება იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა წარმოადგინა და ეხებოდა გარკვეულ აქტივობებს საქართველოში და საქართველოს გარკვეულ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სანქციების თავიდან აცილების მიზნით.
მათ ეთხოვათ მკაცრად, რომ გაკეთდეს განმარტება და წარმოდგენილი იყოს მტკიცებულებები, რაზეც უკრაინული მხარე აპელირებს. - განუცხადა მედიას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ.