ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მას საქართველოს ომში ჩართვა ამოძრავებს - კობახიძე

02.05.22 14:53
ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მას საქართველოს ომში ჩართვა ამოძრავებს - კობახიძე

"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ან გათავისუფლებას არ განიხილავს. სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირდაპირ აცხადებს, რომ ყველას, ვინც სააკაშვილის გათავისუფლების მომხრეა, საქართველოს ომში ჩართვა სურს. 

გადაცემა, გათავისუფლება არის გამორიცხული ძალიან მარტივი მიზეზის გამო: კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთ რამეს, რაც არაერთხელ საჯაროდ მითქვამს; თუკი ვინმე ითხოვს ახლა, ან მოითხოვს მომავალში სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, ეს არის ომში საქართველოს ჩართვა. ძალიან მკაფიოდ ვამბობ ამას კონკრეტულ ლოგიკაზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით. აქედან გამომდინარე, ასეთ განცხადებებს ჩვენ არ ავყვებით, ვერანაირ გადაცემაზე და გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი. ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქარტევლოშ ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის და რომელიც დამსახურებულად იხდის სასჯელს, ბუნებრივია, უნდა იყოს იქ, სადაც არის მისი ადგილი, - განაცხადა კობახიძემ.