გუდაურში უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა
გუდაურში უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა - პარაპლანის პილოტი იმ დროს დაიღუპა, როცა ტურისტს ასეირნებდა. უკრაინელი მამაკაცი საქართველოში ამ ბიზნესით წლების განმავლობაში იყო დაკავებული.
ადგილობრივების თქმით, ინცინდენტი უამინდობამ გამოიწვია, პარაპლანი კლდეს შეეჯახა. 30 წლის პილოტმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. რაც შეეხება ტურისტს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.