ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

02.05.22 16:12
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.

მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად", - განაცხადა ღარიბაშვილმა შეხვედრისას და დასძინა, რომ მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს.

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი 11 აპრილს გადასცეს. ხელისუფლებას კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა აქვს, ევროკომისია კი საკუთარ დასკვნას მიღებულ პასუხებზე სავარაუდოდ ივნისის ბოლოს გამოაცხადებს.  კითხვარზე მუშაობა უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაასრულეს.