საკვებს ვეღარ იღებს და მხოლოდ წყალზეა - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკვებს ვეღარ იღებს და მხოლოდ წყალზეა.
მძიმე ინფორმაცია ციხიდან გრიგოლ ვაშაძემ გამოიტანა.
"მდგომარეობა საგანგაშო კი არა კატასტროფულია! წყლის გარდა ვერაფერს ვერ ღებულობს" - აცხადებს ვაშაძე.
ოპოხიციობერის თქმით, სააკაშვილი იმდენად დასუსტებულია, რომ მისი ცნობა რთულია. ამასთან გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ 'ტრაგედიის შემთხვევაში" პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ:
ადამიანს აქვს ანირექსია, საჭმელს ვეღარ ჭამს, სანამ იქ ვიყავი ორჯერ აერია გული. აქვს ანემია, ანიორექსია. ისეა გამხდარი, რომ შეხედავ, ვერ იცნობ. ფეხზე კუნთები გადაგრეხილი აქვს. მაინცდამაინც ტრაგედიამდე უნდა მივიდეს საქართველოში ყველა ხელისუფლება, რომ მერე პირჯვარი გადაიწეროს?! ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა ხომ უნდა გყოფნიდეს, იმისთვის რომ გესმოდეს, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში ?! გადაიყვანეთ სამკურნალოდ ეს ადამიანი, ქართულ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეთ. შეიძლება 30 წელიწადი ასეთი იდიოტიზმი გრძელდებოდეს?! გაგიგიათ ასეთი რამ რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლოს?! ბატონბა ბრეგაძემ, ისევე როგორც "ქართული ოცნების" ყველა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ ტრაგედიის შემთხვევაში, რომელიც არც თუ ისე შორსაა, პასუხისგება მოუწევთ"- თქვა მან.