,,ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას ბიუჯეტის ფულით ახდენს- ,,ევროპული საქართველო"

02.05.22 17:57
 ,,ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას ბიუჯეტის ფულით ახდენს- ,,ევროპული საქართველო"

ხალხის მოსყიდვა ბიუჯეტის ფულით - დოკუმენტები, რომელმაც ,,ევროპულმა საქართველომ" თბილისის რაიონების გამგეობებიდან გამოითხოვა, აჩენს ეჭვს, რომ ,,ოცნება" საბიუჯეტო თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

ირკვევა, რომ თბილისში გამგეობები სოციალურ შემწეობებს მაშინ გასცემენ, როცა პოლიტიკური კრიზისი აქვთ, ან არჩევნებია მოახლოებული. მაგალითად ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ისანში შემწეობა 215 ათასზე მეტ მოქალაქეს დაურიგეს, რათა ისინი არჩევნებზე მისულიყვნენ და ,,ქართული ოცნება" შემოეხაზათ.

აი ამ ინფორმაციით, რაც გამოთხოვილ იქნა გამგეობებიდან, ნათლად ჩანს, რომ კახი კალაძემ 2021 წელს გამოიყენა სახელმწიფო-საბიუჯეტო თანხები მისი პარტიული, საარჩევნო მიზნებისთვის. რადგან ყველაზე დიდი თანხები, რაც ეხება ერთჯერად სოციალურ დახმარებას, გაცემულია სექტემბრის თვეში. 

თბილისის 10-ვე გამგეობამ ყველაზე მეტი დახმარება გასცა სექტემბრის თვეში. - ამბობს ბესო დონაძე, კორუფციის მკვლევარი.

,,ტვ პირველმა" თბილისის გამგეობებს მიმართა კითხვით, თუ რატომ გასცეს ყველაზე მეტი დახმარება არჩევნების წინ. მათი პასუხი ყველაგან იდენტური იყო, მერია და გამგეობეი ერთჯერად დახმარებებს გასცემენ მაშინ, როცა არის შესაბამისი მომართვიანობა.

დაუჯერებელია, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე 3 თვის მანძილზე გაჭირვებულ მოსახლეობას დახმარებისთვის მერიისთვის არ მიემართა.