პრაგმატულობა ხომ უნდა გყოფნიდეს, რომ გესმოდეს, რას ნიშნავს სააკაშვილის მკვლელობა? - გრიგოლ ვაშაძე ,,ოცნებას"

02.05.22 19:30
პრაგმატულობა ხომ უნდა გყოფნიდეს, რომ გესმოდეს, რას ნიშნავს სააკაშვილის მკვლელობა? - გრიგოლ ვაშაძე ,,ოცნებას"

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრიდან უკვე გამოვიდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გრიგოლ ვაშაძე. მისი განმარტებით,  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უკვე კრიტიკულია. ანორექსიის მწვავე ფორმის გამო სააკაშვილი საკვებს ვეღარ იღებს და ცუდად ხდება. ვაშაძე ,,ქართულ ოცნებას" აფრთხილებს. 

ტრაგედია არც თუ ისე შორს არის, კარგად დაფიქრდნენ.  ანორექსიის მწვავე ფორმის გამო სააკაშვილი საკვებს ვეღარ იღებს და ჩემთან ერთსაათიანი შეხვედრის დროს ცუდად ორჯერ გახდა.

ბატონმა რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, ისევე როგორც ,,ქართული ოცნების" ყველა ხელისუფალმა, მაინცდამაინც ტრაგედიამდე უნდა მივიდეს ყველა ხელისუფლება საქართველოში, რომ მერე პირჯვარი გადაიწეროს და საქმის გაკეთება დაიწყოს? 

თუ ადამიანობა არ გყოფნის, პრაგმატულობა მაინც ხომ უნდა გყოფნიდეს იმისი, რომ გესმოდეს, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში? - აღნიშნავს გრიგოლ ვაშაძე.