გაუშვებენ თუ არა სააკაშვილს სამკურნალოდ - ოჯახს სამინისტრო სასამართლოში ამისამართებს

03.05.22 11:07
გაუშვებენ თუ არა  სააკაშვილს სამკურნალოდ -  ოჯახს სამინისტრო სასამართლოში ამისამართებს

იუსტიციის მინისტრი სააკაშილის ოჯახს სასამართლოში ამისამართებს. ამ განცხადებით რატი ბრგეაძე ექსპრეზიდენტის  ჯანმრთელობაზე პასუხიმგებლობას სრულად იხსნის და ამ ვალდებულებას  მოსამართლეთა კოლეგიას  აკისრებს.  სააკაშვილის ოჯახი მსჯავრდებული პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ ეტაპირებას ითხოვს. ადვოკატების თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერ მიიღება და სამართლებრივი ბერკეტები ეფექტური არ არის. 

იუსტიციის მინისტრის თქმისამებრ რომ იყოს ყველაფერი და კანონი ამ ქვეყანაში იყოს უზენაესი, არც პრემიერ-მინისტრი არ იქნებოდა არაფერ შუაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და არც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. 

დაცვის მხარემ იცის ამ მექანიზმის შესახებ, თუმცა როოგრც კი ჩავთვლით, რომ გვაქვს საკმარისი საფუძველი და საკმარისი ალბათობა დაკმაყოფილების გამოვიყენებთ", - ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მხრიდან ულტიმატუმს ვერ მიიღებს და ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომაროების გამო პატიმრისთვის სასჯელის გადავადება ან გათავისუფლება პენიტენცური სამსახურის პრეროგატივა არაა. „სასამართლოს უნდა მიმართონ“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.