იყენებს თუ არა ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს სატრანზიტო მიზნებისთის - ბათუმის პორტში რუსული ტანკერი შევიდა

03.05.22 11:19
იყენებს თუ არა ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს სატრანზიტო მიზნებისთის  - ბათუმის პორტში რუსული ტანკერი შევიდა

ბათუმის პორტში რუსული ტანკერი შევიდა. "პირველების" კამერამ რუსული კომპანიის კუთვნილი ტვირთმზიდის "სვლ პრაიდის"ვიდეო ბათუმში გადაიღო. ტანკერი აჭარაში  რუსული პორტიდან, "კავკაზიდან"  შემოვიდა და ის რუსულ კომპანია "ტრანზიტ სერვისს"  ეკუთვნის. ხდება თუ არა ბათუმის პორტის გამოყენება სატრანზიტო მიზნებისთვის ამის შესახებ ბათუმის პორტში განმარტებას არ აკეთებენ.