საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა - ბოსტნეული წლიურად 46%-ით, პურპროდუქტები 28%-ით, შაქარი 19%-ით გაძვირდა
საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა - მძიმე შედეგს საქსტატი აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 21.3 %-ით არის გაზრდილი, რაც წლიურ ინფლაციში 6.77 %-ს ნიშნავს. ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, 2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12,8% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21,3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6,77 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 46,2%
- პური და პურპროდუქტები - 28,8%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 24,1%
- ზეთი და ცხიმი - 20,8%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 19,3%
- თევზეული - 18,9%
- რძე, ყველი და კვერცხი - 18%
- ყავა, ჩაი და კაკაო - 17,6%
- ხილი და ყურძენი - 14,4%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 10,9%
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22,4%-ით, რაც 2,7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29,1%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (10,8%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,9%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9,4%-იანი მატება, რაც 0,97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
- საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 14,4%,
- ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 11,2%
- ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 6,5%.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ აპრილში ქვეყანაში 12.8%-იანი ინფლაცია იყო.