სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება - ჰარცელი

03.05.22 13:02
სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება  - ჰარცელი

შეშფოთებული ვარ ბოლო დროს მიღებული ცნობებით, მათ შორის სამედიცინო ექსპერტებისგან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გააკეთა. 

მისი თქმით,  სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება

ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტი არის ის, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, არა როგორც პოლიტიკური არჩევანის საკითხზე, არამედ როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების საკითხზე“, - თქვა მაღალჩინოსანმა