გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი - ქართველი ექიმები ბაიდენს მიმართავენ
ამერიკის საელჩოსთან ექიმებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ელჩის, კელი დეგნანის სახელზე დღეს უწყებაში ორი მიმართვა დატოვეს. ექიმების ასოციაციების ხელმძღვანელები მიხეილ სააკაშვილის სამკურანლოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
იძულებული ვართ მივმართოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ ბაიდენს იმისათვის, რომ დაგვეხმაროს და გადაგვარჩენინოს პაციენტი საქართველოში, რომელიც გახლავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი. იქნას გადაყვანილი ევროპის ან ამერიკის მაღალკვალიფიციურ, მაღალტექნოლოგიურ სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში. მივმართავ ჩემს კოლეგებს პროფესორ ამირან გამყრელიძეს და ბატონ დავით სერგეენკოს. თქვენ ბრძანდებით მაღალი დონის პროფესიონალები და თქვენ ძალიან კარგად გესმით პაციენტის დღევანდელი მდგომარეობა. ამიტომ გთხოვთ დაგვიდექით გვერდში", - ამბობს ვილი პაჭკორია.
გვინდა მივიდეთ ქალბატონ დეგნანთან და ექიმებმა კარგად ავუხსნათ, რომ ჩვენ დრო გვაქვს ძალიან ცოტა, რადგან მისი გართულებები ძალიან შორს მიდის, მას აქვს მკვეთრად გამოხატული ანემია და მრავალი დარევა, რაც შეიძლება სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდეს ", - ამბობს ექიმი მანანა ჯებაშვილი.