შეიქმნება თუ არა სააკაშვილის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია- ყველაფერი გახარიას პარტიაზეა დამოკიდებული
შეძლებს თუ არა პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის წამების საქმის გამოძიებას? გადაწყვეტილება გიორგი გახარიას პარტიაზეა დამოკიდებული.
საგამოძიებო კომიის შესაქმნელად პარლამენტში ოპოზიციამ 49 ხმა უკვე შეაგროვა, თუმცა ერთი ხმა აკლდებათ. ეს მანდატი კი ექსპრემირის პარტიას აქვს.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს გახარიას პარტიას მიმართა, მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას, ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ "ეს ფაქტი მათ ოპოზიციონერობასაც დაამტკიცებს".
მოვუწოდებ ბატონ გახარიას, ერთი ხმა არის საჭირო, თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს ამ პარტიას, რა ჭირს, რომ სიმართლის დადგენას შეუწყოს ხელი? ხელი შეუწყონ ჭეშმარიტების დადგენას, ეს მათ წადგებათ ცოდვების ჩამოსაწმენდაც- მოუწოდა კოლეგებს ,,ენმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ.
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური, აცხადებს, რომ მისი პარტია ,,ენმ"-ს ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, რადგან კომისიაში უმრავლესობით იქნება ,,ქართული ოცნება" წარმოდგენილი.
საგამოძიებო კომისიის ქმედება გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში და კომისიაში პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გამოდის, რომ უმრავლესობა ისევ ,,ქართული ოცნება" უნდა იყოს.
შესაბამისად, ამ საკითხზე კომისიის შექმნა მხოლოდ ,,ოცნების" ინტერესებში შედის. ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო ამ კომისიიის შექმნას მხარს ჩვენ არ დავუჭერთ. - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
საპარლამენტო უმრავლესობა კი თავის მხრიცვ ,,ნაცმოძრაობას" მოუწოდებს, ნუ დაიტვირთება ახალი საგამოძიებო კომისიიის შექმნით, რადგამ მათ მიხეილ სააკაშვილის წამების დამადასტურებელი ფაქტების მოძებნა გაუჭირდებათ.