სააკაშვილს მიეწოდება რაღაც სერვისები, მაგრამ თავად ამბობს უარს - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ციხეში სამედიცინო სერვისებზე უარს თავად ამბობს, რაც ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაშიც არის ასახული.
რამდენადაც გავეცანი ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, მიუთითებენ გარკვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე, მაგრამ მას მიეწოდება რაღაც სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობს უარს. მანიპულაცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გადაყვანა განიმარტება ქვეყნის დატოვებასთან და სასჯელის თავის არიდებასთან. არის მცდელობა, რომ სინამდვილეში საქმე გვაქვს იმასთან, რომ რაღაცნაირად თავი აარიდოს მიხეილ სააკაშვილმა იმ სასჯელს", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.