წმენდა სახელმწიფო კლინიკებში - თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს

04.05.22 11:33
წმენდა სახელმწიფო კლინიკებში - თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს

წმენდა სახელმწიფო კლინიკებში - რესპუბლიკური საავადმყოფოს შემდეგ "პირველების" ინფორმაციით, თანამდებობას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელიც ტოვებს.

"გამათავისუფლეთ თანამდებობიდან" - "პირველების" ინფორმაციით,  ცერცვაძემ ეს წერილი სამინისტრში უკვე  გაგზავნა. ამის შემდეგ  თენგიზ ცერცვაძემ  მობილური ტელეფონი გამორთო და ჟურნალისტებს არ პასუხობს.

ჯანდაცვის სამინისტროს  აუდიტი მინიმუმ ორ სახელმწიფო კლინიკას ამოწმებს. საქმე კოვიდის დროს გახარჯულ დიდ ფულს ეხება. არსებული ინფორმაციით, სწორედ ბრალდებების გამო დატოვა თანამდებობა თენგიზ ცერცვაძემ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, კითხვებს არ პასუხობს და ინფორმაციას არ ადასტურებს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობა დატოვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ