3 წლით გადავადდეს მედიის გადასახადები -,,ლელომ" პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა

04.05.22 15:51
 3 წლით გადავადდეს მედიის გადასახადები  -,,ლელომ" პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა

,,ლელოს" ახალი საკანონმდებლო ინიციატივა- ოპოზიციური პარტია სამი წლის ვადით მედიასაშულებებისთვის  გადასახადების გადავადებას ითხოვს. კერძოდ, კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში საშემოსავლო და დღგ-ს გადასახადებისგან ეროვნული მაუწყებლები 3 წლით, ხოლო რეგიონული მაუწყებლები 6 წლით გათავისუფლდებიან. 

,,ლელოს" ინფორმაციით, მართალია, აღნიშნული ფაქტით ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით იზარალებს, მაგრამ ეს იქნება დამოუკიდებელი მედიის არსებობისთვის გადადგმული ნაბიჯი.

კანონპროექტს დეპუტატები ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გაიხილავენ.

უკვე ცნობილია, რომ კანონპროექტს  ,,ქართული ოცნების" მხადაჭერა არ ექნება. მმართველი პარტია ,,ლელოს" ინიციატივას არ იზიარებს და მედიასაშუალებებს ქამრების შემოჭერიკენ მოუწოდებს.

წლიურად დაახლოებით 25 მილიონი უნდა დაკარგოს ბიუჯეტმა. ანუ 3 წლის განმავლობაში 75 მილიონი. ამ 75 მილიონით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. - განაცხადა სხდომაზე3 უმრავლესობის დეპუტატმა,ირაკლი ზარქუამ.