"ჩემი სიტყვებიც მივამატე" - საჯარო მოხელეს წამოცდა, რომ Facebook-ზე ივანიშვილის ქება დაავალეს

04.05.22 15:15
"ჩემი სიტყვებიც მივამატე" - საჯარო მოხელეს წამოცდა, რომ  Facebook-ზე   ივანიშვილის ქება დაავალეს

ბიძინა ივანიშვილის ქება იძულებით -  გურიაში საჯარო მოხელეს "პირველებთან" წამოცდა, რომ პარტიული დავალება ბიძინა ივანიშვილის ქების სოციალურ ქსელში განთავსებასთან დაკავშირებით მართლაც მიიღო და მან დავალება შეასრულა.  ამირან მესხიძეს  შეეშალა და მაქებარ სიტყვებთან ერთად მთელი  პარტიული დავალება სოციალურ ქსელში ატვირთა. ამირან მესხიძე დაბა ლაითურში მერის წარმომადგენლის თანაშემწეა და ახლო ურთიერთობა აქვს არჩილ თალაკვაძესთან. ერთ-ერთ მიმოწერაში ის კონკრეტული პატიმრის გათავისუფლებას სთხოვს. (იხილრთ ე.წ. სქრინი)

 ამირან მესხიძე რამდენიმე საათის განმავლობაში გაუჩინარებული  იყო, თუმცა მისი ჩაწერა "პირველებმა" მაინც მოახერხა. ამირან მესხიძე არ ასახელებს ვისგან მიიღო Facebook-ზე პოსტის დაწერის  დავალება, თუმცა ამბობს, რომ "რაღაცეები თვითონ მიამატა". 

ჩემი დამატებულიცაა ქვევით, რაც მჯერა ის დავამატე. ჩათს რას ეძახით ჩათი და პოსტი ჩემთვის ერთიდაიგივეა", - ამბობს ამირან მესხიძე.

აბსოლიტურად იდენტურ დროს,  იდენტურ საათზე უძღვნიან ქება-დიდებას ოლიგარქს, რომელიც თავის მხრივ ქება-დიდებას უძღვნის პუტინის კარის ოლიგარქებს როგორიცაა ევტუშენკოვი. საბჭოთა კავშირსაც რომ შეშურდება ამხანაგების ისეთი მონური მორჩიელება აქვს ივანიშვილს", - ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წევრი.

შეგახსენებთ, რომ გურიაში საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელში პირად გვერდებზე ივანიშვილის ერთი და იგივე ფოტოს ატვირთვა და მისი ქება დაავალეს. საჯარო მოხელეებმა ერთდროულად  Facebook პოსტებში ივანიშვილის საქებარი სიტყვები და ოლიგარქის ერთიდაიგივე ფოტო გამოაქვეყნეს.