მკურნალობდნენ თუ არა კოვიდპაციენტებს სწორად ინფექციურში - ჯანდაცვის მინისტრი შესაძლო დარღვევებზე საუბრობს

04.05.22 17:05
მკურნალობდნენ თუ არა კოვიდპაციენტებს სწორად ინფექციურში  - ჯანდაცვის მინისტრი შესაძლო დარღვევებზე საუბრობს

აუდიტის სამსახური ინფექციურ საავადმყოფოში  სწავლობს, რამდენად სწორად მიმდინარეობდა ინფექციის კონტროლი და პაციენტების მკურნალობა. ჯანდაცვის მინსიტრმა, ზურაბ აზარაშვილმა  კოვიდისთვის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვაზეც ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ტიკარაძის დროს კოვიდის მართვასთან დაკავშირებით კლინიკებში სერიოზული პრობლემები იყო.

პრობლემები, რასაკვირველია, აუდიტის შემოწმების პროცესშიც გამოიკვეთა, ასევე ჩვენი რეგულირების სააგენტოც სწავლობდა. არის მიმდინარე პრობლემები, რომელიც მოკლე ვადაში უნდა გამოასწორონ, არამარტო ფინანსები, არამედ ინფექციის კონტროლის ასევე მკურნალობის  სწორად წარმართვის კუთხით ამოწმებენ და ასევე ფინანსური ხარჯებირაც იქნა გაწეული რამდენად სწორად და მიზანმიმართულად დაიხარჯა", - თქვა ზურაბ აზარაშვილმა 

ზურა აზარაშვილი  ამტკიცებს, რომ ტიკარაძის მინისტრობის პერიოდში მილიარდი ლარი არამიზნობრივად გაიფლანგა, თუმცა, მტკიცებულებები ჯერ არ წარმოუდგენია და გამოძიებაც დაწყებული არ არის.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო  რამდენიმე თვეა, ყველა კლინიკაში ეძებს, თუ ვინ გამოიყენა სახელმწიფოს მიერ ჩარიცხული თანხები არამიზნობრივად და სად არ უხდიდნენ მედიკოსებს კუთვნილ თანხებს.