"ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგილება ვეღარ შეძლოს" - თემირ ჯანაშია

04.05.22 17:13
"ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგილება ვეღარ შეძლოს" - თემირ ჯანაშია

"ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგოს და გადადგილება ვეღარ შეძლოს" - მძიმე ინფორმაცია რუსთავის ნომერ მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თემურ ჯანაშიამ გამოიტანა. 

მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ციხის დატოვების შემდეგ კი განაცხადა, რომ მდგომარეობა რთულია. 

დღეს აბსოლუტურად მიმიკების გარეშეა. ფერმკთალი და გამხდარი - მას  შეუძლია უფრო მეტად მოგისმინოს, ვიდრე ილაპარაკოს, რადგანან საუბარს დიდი ენერგია სჭირდება. დისი რაოდენობით წონა აქვს დაკარგული. დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. უჩივის ჰიპერტენზიას. ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომ მან გონება დაკარგოს და გადაადგილება ვეღარ შეძლოს"- თქვა ჯანაშიამ.