ქუჩაში დავინახეთ მოქალაქე, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, მიბრძანეს, რომ მესროლა - რუსი სამხედროს აღიარება
უკრაინაში სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებენ. ვრცელდება რუსი ჯარისკაცის აღიარება, სადაც ის დეტალურად ყვება, როგორ მიიღო ბრძანება მეთაურისგან ესროლა შვიდობიანი მოქალაქისთვის, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა.
ბატალიონის მეთაურმა უკრაინაში სუმში გაგვიშვა. გვითხრეს, რომ მოქალაქეები უნდა შეგვეშინებინა. დაგვპირდნენ, რომ ოპერაცია სამი დღე გაგრძელდებოდა. ჩვენს კოლონას შეუტიეს და უკან დავიხიეთ. მალევე დაგვაბრუნეს ფრონტის ხაზზე. ქუჩაში დავინახეთ მოქალაქე, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა. მიბრძანეს, რომ მესროლა. მე ბრძანება შევასრულე. ის დაეცა და ჩვენ გზა გავაგრძელეთ, - ამბობს რუსი სამხედრო.