ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა, პრემიერი კონფერენციაში - "უკრაინისთვის" მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა. ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღებს მონაწილეობას. ღარიბაშვილთან ერთად პოლონეთში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც, გაემგზავრა.
კონფერენციას პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილი კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.