შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა გახდეს საჭირო - კობახიძე სააკაშვილზე

04.05.22 18:14
შეიძლება  ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა გახდეს საჭირო - კობახიძე სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პატიმარ პრეზიდენტს დღეს თავს ისევ დაესხა - ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "მიხეილ სააკაშვილის  "ფსიქიკური პრობლემების შესახებ, დიდი ხანია, იციან". 

ზოგადად, ის, რომ სააკაშვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ეს დიდი ხანია, ვიცით, თუმცა იგივე ადამიანები ამ ფსიქიკური პრობლემებით ორჯერ ირჩევდნენ მას პრეზიდენტად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო. იგივე ადამიანები, რომლებიც ამ ფსიქიკური პრობლემებით სააკაშვილს პრეზიდენტად ირჩევდნენ, დღეს მის გათავისუფლებას ფსიქიკური პრობლემებით ითხოვენ, რასაც  საფუძველი არ აქვს. დიდი ხანია, ვიცოდით ფსიქიკის პრობლემები, ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტი დიდი ხანი იყო, ახლა არის პატიმარი. ბუნებრივია, პატიმრად დარჩება. არ ვიცი, თუ ფსიქიკური პრობლემები გართულდება, შეიძლება, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.