მომინახულეთ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ, როგორც პაციენტი- სააკაშვილის მიმართვა პარლამენტარებს

04.05.22 18:48
მომინახულეთ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ, როგორც პაციენტი- სააკაშვილის მიმართვა პარლამენტარებს

მივმართავ პარლამენტის ყველა ექიმ წევრს - საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ყველა მედიკოს დეპუტატს, მოინახულოს ის საკანში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრტეს ფიცი აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე.
ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოსვლის შემდეგ საჯარო განცხდებები გააკეთოთ და საჯარო დისკუსიები გამართოთ, როგორც პარლამენტის წევრებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
იმედი მაქვს თქვენი ადამიანური მიდგომების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და ჰიპოკრატეს ფიცისადმი თქვენი პროფესიული ერთგულების
- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.