სააკაშვილს ცივი წყლის დალევისას კანკალი ეწყება, აქვს მუდმივად ტემპერატურა - ნიკა გვარამია

04.05.22 19:08
სააკაშვილს ცივი წყლის დალევისას კანკალი ეწყება, აქვს მუდმივად ტემპერატურა - ნიკა გვარამია

თერმორეგულაცია დაერღვა, ცივი წყლის დალევისას ეწყება კანკალი, აქვს მუდმივად ტემპერატურა - საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსული ადვოკატი, ნიკა გვარამია, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაავადების ახალი სიმპტომები გამოუვლინდა.

მასთან ყოველი შესვლა უარესია. რთული ასატანია მისი მდგომარეობა ნებისმიერი შემსვლელისთვის, განსაკუთრებით, მისი მეგობრებისთვის. კიდევ კარგი, ოჯახის წევრები ვერ შედიან და ამას ვერ ხედავენ. მას ახალი სიმპტომები აქვს, ამას იმიტომ ვახმოვანებ, რომ შიგნით ექიმებს არ უშვებენ. 

ეს ახალი სიმპტომებია თერმორეგულაციის მორღვევა, იმიტომ რომ ცივი წყლის დალევისას მას ეწყება კანკალი, ჩაის დალევისას ეწყება ოფლდენა, შესაბამისად, დაემატა ახალი პრობლემა. პლიუს ამას, წნევების პიკური მდგომარეობა აქვს.

აქვს მუდმივი სიცხე - 37,5 გრადუსამდე, რაც ჩემი აზრით ცხადყოფს, რომ რაღაც ანთებითი პროცესები მიდის. - განაცხადა ადვოკატმა.