გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს სამკურნალოდ - პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა მიმდინარეობს

05.05.22 11:05
გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს სამკურნალოდ -  პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა მიმდინარეობს

მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით  პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა მიმდინარეობს. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე 10-მდე ორგანიზაციის წარმომადგენლები და მედიკოსები იმყოფებიან.  

ექიმები  ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად უკვე ყოველ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

მედიკოსები ამბობენ, რომ ზურაბიშვილს შეწყალებას არ სთხოვენ, მხოლოდ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. 

პრეზიდენტი კვდება, პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ვალდებულია გადაარჩინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ჩვენ შეწყალებას არ ვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი აქვს. ვითხოვთ, სამედიცინო კუთხით მის შესაბამის დახმარებას", - ამბობს ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი. 

 ოჯახი დღეს, კანცელარიასთან, 19:00 საათზე აქციასაც გამართავს.