მესამე პრეზიდენტი შეიძლება გარდაიცვალოს, სახელმწიფოსთვის ეს დასამარებაა - თაკო ჩარკვიანი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი მმართველი გუნდის რიტორიკას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის და მკურნალობის აუცილებლობა არ არსებობს.ჩარკვიანის თქმით, მესამე პრეზიდენტი შესაძლოა, გარდაიცვალოს, რაც სახელწმიფოსთვის უდიდესი სირცხვილი იქნება.
მივიდნენ, ნახონ, ჩამოიყვანონ ვინც უნდათ. კობახიძის ტვინით ხო არ უნდა იყოს სახელმწიფო სირცხვილში ვართ. მესამე პრეზიდენტი შეიძლება გარდაიცვალოს და ჩვენი სახელმწიფოსთვის ეს არის დასამარება", - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი სააკაშვილის საპასუხოდ აცხადებს, რომ "ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ მისი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით".