ისინი მონები არიან, შევლენ თუ ივანიშვილი დართავს ნებას - გუგავა მმართველი პარტიის ექიმებს პასუხობს
"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა მმართველი პარტიის ექიმების საპასუხოდ ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილება სააკაშვილის ციხეში მონახულებასთან დაკავშირბეით ივანიშვილის ხელშია. გუგავა მმართველი პარტიის ექიმ დეპუტატებს მონებს უწოდებს.
ისინი არც ექიმები არიან, არც პოლიტიკოსები არიან, ისინი არიან ჩვეულებრივი მონები. ამ გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ნებართვას დართავს ივანიშვილი. მათი შესვლითაც არაფერი არ იცვლება. წესით უნდა შევიდნენ, უნდა მოინახულონ. ნაცვლად იმისა, რომ მენიუს უდგენენ და უშნოდ ღლიცინებენ წესით ადამიანურად ესე უნდა მოიქცნენ", - ამბობს გიორგი გუგავა.
პროფესიით ექიმი, "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილის მონახულებას არ აპირებს.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი სააკაშვილის საპასუხოდ აცხადებს, რომ "ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ მისი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით".