პოლიტიკური ანგარიშისწორება - დატოვებს თუ არა სასამართლო მარგველაშვილის სიძეს ციხეში

05.05.22 12:01
პოლიტიკური ანგარიშისწორება  - დატოვებს თუ არა სასამართლო მარგველაშვილის სიძეს ციხეში

მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება. სოსო ყიფშიძეს გამოძიება ძალადობას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება და ის ციხეში იმყოფება. 

ანა მარგველაშვილის მეუღლის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პროკურატურა განზრახ ცდილობს მტკიცებულებები გააყალბოს და გიორგი მარგველაშივილის ოჯახის წევრი ციხეში მრავალი წლით გაუშვას. 

საქმე ეხება რამდნეიმე თვის წინ მარჯანიშვილის გამზირზე მომხდარ შემთხვევას. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განმარტავს, რომ ანა მარგველაშვილს უთანხმოება მოუვიდა პარკინგთან დაკავშირებით მეზობლებთან, რომელიც დაზარალებულად არიან ცნობილი. ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული პირები ანა მარგველაშვილის და სოსო ყიფშიძის ბინაში ხელკეტებით შეიჭრნენ.

აღნიშნულ ფაქტს ჰყავს თვითმხილველი მოწმეები, მოწმეები აფიქსირებენ ისეთ გარემოებებს, რომელიც ადასტურებს ბრალდებულის აბსოლუტურ უდანაშაულობას. არასწორია ბრალდების მხარის პოზიცია, თითქოს იოსებ ყიფშიძე თავს დაესხა დაზარალებულებს. მოხდა პირიქით, ე.წ. დაზარალებულები დაესხნენ თავს იოსებ ყიფშიძეს. მოვითხოვთ მისი გირაოთი გათავისუფლებას, გავქვს წარმოდგენილი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.