"არის მზაობა" - რა შედეგით დასრულდა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული ექიმები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მრჩეველს და ადმინისტრაციის უფროსს დეტალურად მიაწოდე სინფორმაცია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მანანა ჯებაშვილის თქმით, მას ოპტიმისტური მოლოდინი გაუჩნდა და ზურაბიშვილსი მხრიდან მზაობა დაინახეს.
ჩვენ შეგხვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და ჯანდაცვის საკითხებში მრჩეველი ქეთი თათოშვილი. მათ დეტალურად ვლაპარაკობდით მხოლდო პრეზიდენტის ჯანმრთელობსი მდგომნარეობაზე. პოზიცია არის ასეთი, რომ იქიდან არის განწყობა, მე მომეცა იმედი, მართალი გითხრათ. ქალბატონი სალომე არის განწყობილი, რომ თუ მისი მდგომარეობა არის მძიმე ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ძალიან კარგად გაიგეს ორმა ქალბატონმა და დაგვპირდნენ, რომ ამ ინფორმაციას თვაისი სიმკვეთრით, სიმძაფრით და მუხტით გადასცემდნენ ქალბატონ სალომეს", - ამბობს მანანა ჯებაშვილი.