საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან- ნედ პრაისი
საქართველო და მოლდოვა აშშ-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და ქვეყანა გააგრძელებს მათ მხარდაჭერას - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, განაცხადა.
კითხვაზე, რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და რუსული აგრესიის ფონზე, დაგეგმილია თუ არა რაიმე მოლაპარაკება საქართველოსთან, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ისინი მეგობრებს მარტო არ ტოვებენ:
საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულები ვართ და ჩვენ ეს ერთგულება არაერთი გზით ვაჩვენეთ.
საელჩოსა და დეპარტამენტის საშუალებით, რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის კავშირზე ვართ. მათ შორის, ჩვენს კოლეგებთან თბილისში. დისკუსიები გრძელდება. ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, რეგიონში სხვა ქვეყნების მიმართ სამხედრო აგრესიისკენ ჰქონდეს მისწრაფებები. ვფიქრობ, საპასუხოდ ჩვენ ვაჩვენებთ, თუ როგორ ვაძლევთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმას, რაც მათ ესაჭიროებათ, რომ იყვნენ ეფექტურები ამ საშინელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ"- თქვა პრაისმა.