აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება - ნიუ იორკ თაიმსი

05.05.22 12:27
აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება - ნიუ იორკ თაიმსი

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება. გამოცემა წერს, რომ აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსული დანაყოფების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აძლევს, შედეგად კი არაერთი რუსი გენერლი იქნა განეიტრალებული. 

ირკვევა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები იყენებენ სხვადასხვა წყაროებს, მათ შორის საიდუმლო და კომერციულ თანამგზავრებს. 

უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროსითვის 12 რუსი გენერლია მოკლული.