ბებია საბჭოთა კავშირის დროშით - რუსებმა მარიუპოლში ძეგლი დადეს

05.05.22 13:36
ბებია საბჭოთა კავშირის დროშით - რუსებმა მარიუპოლში ძეგლი დადეს

რუსეთის მტკიცებით, ქალაქ მარიუპოლში, გახსნეს ძეგლი - ბებია საბჭოთა კავშირის დროშით. რუსეთის  სახელისუფლებო მედია ირწმუენბა, რომ ძეგლი 4 მაისს გახსნეს. ცერემონიალზე კი მარიუპოლში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, პარტია „ედინაია როსია“-ს გენერალური საბჭოს მდივანი ანდრეი ტურჩაკი და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაური დენის პუშილინი ჩავიდნენ. 

ძეგლის ფოტოები კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

"მარიუპოლში გაჩნდა ბებიის ძეგლი, რომელიც ბოევიკებთან საბჭოთა კავშირის დროშით გავიდა" - დაწერა   "რია-ნოვოსტიმ".