თუ სააკაშვილის მიმართ პირადი ადამიანური შიში აქვთ, მზად ვარ ამ ადამიანებს მასთან წავყვე - პაატა მანჯგალაძე
"თუ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი ადამიანური შიშები აქვთ, მზად ვარ ამ ადამიანებს სააკაშვილთან წავყვე", - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობის ექიმ დეპუტატებს მიმართა, რომ სააკაშვილთან ციხეში შევიდნენ.
მანჯგალაძის თქმით, როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება,ადამიანურად, მორალურად ვალდებული არიან თხოვნა გაითვალისწინონ.
მე არ მგონია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს მიღებული.არ გამოვრიცხავ "ქართულ ოცნებაში" იყვნენ ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ არ იქნება მიხეილ სააკაშვილი პრობლემა მათთვის პოლიტიკურად. არავის ვურჩევ სიცოცხლითა და ჯანმრთელობით თამაშს, მით უფრო მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ადამიანურად ჩემს კოლეგებს ვისაც სთხოვა მესამე პრეზიდენტმა შესვლასთან დაკავშირებით,მ შევიდნენ აუცილებლად. არამგონია, რამე შიშები არსებობდეს ამ მიმართულებით პირადი და ადამიანური. თუ ესეთი შიშები აქვთ, მე მზად ვარ, მათთან ერთად მივიდე სააკაშვილთან", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.