ფრთხილად უნდა ვიყოთ, არავინ იქნება მზად, მხარი დაგვიჭიროს - სალომე ზურაბიშვილი

05.05.22 13:47
ფრთხილად უნდა ვიყოთ, არავინ იქნება მზად, მხარი დაგვიჭიროს - სალომე ზურაბიშვილი

აკეთებს თუ არა საქართველოს მთავრობა საკმარისს უკრაინასთან მიმართებით და ისმენენ თუ არა იმას, რაც ხალხს სურს? -  Deutsche Welle-ს ჟურნალისტთან საუბრისას ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, "ამიტომ ფრთხილად უნდა იყოს". 

ისინი (უკრაინელები) ისურვებდნენ მიეღოთ იარაღი საქართველოსგან, გახსნილიყო მეორე ფრონტი. ყველაფერი ეს შეუძლებელია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მთავრობა უფრო რეალისტურია იმასთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე, ორი ოკუპირებული ტერიტორიის ქონით, რომელთაგან ერთი რუსეთთან გაერთიანებისთვის რეფერენდუმზე საუბრობს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არ გვაქვს ამდენი შესაძლებლობა და არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს (როგორც უკრაინას), მაგრამ ეს არ ცვლის სოლიდარობის დონეს, რომელიც ჩვენ გვაქვს"- თქვა ზურაბიშვილმა. 

მისი თქმით, „არ შეიძლება, ჩვენი საბოლოო უსაფრთხოება იყოს ომი, რადგან ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ, მოვიგოთ ომი რუსეთთან“.

ყოველთვის შეგვიძლია გვქონდეს მეტი თავდაცვითი იარაღი, მხოლოდ ეს შეუძლია საქართველოს. გვქონდა არც თუ ისე მცირე წვრთნები, მხოლოდ 2 თვის წინ გვქონდა NATO-ს წვრთნები. ასევე, გვქონდა წვრთნები პირდაპირ ბრძოლის ველზე, როცა ქართველი ჯარისკაცები, საკმაო რაოდენობით, გერმანელებთან ერთადაც, ავღანეთში იყვნენ. NATO მიგვიჩნევს ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ კარგ მოსწავლედ. რაც გვჭირდება, არის უფრო სწრაფი და დამარწმუნებელი გზა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ, რადგან აქ ვხედავთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება"- თქვა ზურაბიშვილმა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ "უკრაინელები ზოგჯერ უფრო და უფრო მეტს ითხოვენ პარტნიორებისგან". 

მხოლოდ საქართველოსგან არა. უხეშად მიმართეს სხვადასხვა პარტნიორს,  ბლინკენის ჩათვლით. როცა  უთხრეს, შოკოლადი არ წამოიღო, შეიარაღება წამოიღეო"- აღნიშნა ზურაბიშვილმა.