მდგომარეობა მძიმეა - სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე ვერ მივიდა

05.05.22 15:06
მდგომარეობა მძიმეა - სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე ვერ მივიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ პროცესზე ვერ მივიდა - საქალაქო სასამართლოში სხდომა მიხეილ სააკაშვილის გარეშე დაიწყო.

პრეზიდენტის ეტაპირება ციხიდან ვერ შედგა, რადგან ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს კიდურები სტკიცა და გადაადგილებას ვერ ახერხებს. 

უფლება დამცველები სასამართლო პროცესზე სასამართლოს მოსთხოვენ გაიზიაროს სახალხო დამცველის ექიმების კონსილიუმის დასკვნა. 

მოვითხოვთ, სასამართლომ დაავალოს პენიტენციურ სამსახურს, სათანადო ზომების მიღება და ამ სათანადო ზიმებში ვგულისხმობ იმ სამედიცინო სერვისებს, რომელთა მიხეილ სააკაშვილისთვის გაწევა, ექიმთა დასკვნების მიხედვით აუცილებელია. 

ჩვენ სასამართლოს წარვუდგენთ წერილობით მოსაზრებებს და ამ რეკომენდაციების მხედველობაში მიღებას მოვითხოვთ სასამართლოსგან"- თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.