შეიქმნას ალტერნატიული კომისია, შევიდნენ ექიმები - გიორგი გრიგოლია

05.05.22 15:13
შეიქმნას ალტერნატიული კომისია, შევიდნენ ექიმები - გიორგი გრიგოლია

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის  მდგომარეობა მძიმეა და მას სასწრაფო ჩარევა ესაჭიროება. გიორგი გრიგოლიას თქმით, შესაძლებელია, ალტერნატიული კომისიის შექმნა, იმისთვის, რომ დასკვნის სისწორეში დარწმუნდნენ. 

ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ადეკვატური მკურნალობის დაწყებას. გამოთქვეს უკმაყოფილება ჩვენი დასკვნით. რაც შეიძლება მალე უნდა შეიქმნას მაშინ ალტერნატიული კომისია, შევიდნენ ექიმები, გამოიტანონ თავის შთაბეჭდილებები, დიაგნოზები და მერე შეგვიძლია დებატები და განხილვა მოვაწყოთ, რამდენად შეეფარდება ჩვენი დასკვნები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. უცხოელების მოწვევა შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, ყოველდღიური დაგვიანება არის ძალიან ცუდი", - თქვა გიორგი გრიგოლიამ.