დაიცავით სააკაშვილის სიცოცხლე - მესამე სექტორი ხელისუფლებას პასუხისმგებლობას ახსენებს

05.05.22 15:26
დაიცავით სააკაშვილის სიცოცხლე - მესამე სექტორი ხელისუფლებას პასუხისმგებლობას ახსენებს

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას პატიმარი პრეზიდენტის სიცოცხლე და გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა.

მესამე სექტორი საქართველოს ხელისუფლებას ვიწროპარტიული ინტერესებიდან და დაპირისპირებიდან გამოსვლას ურჩევს. მათი განმარტებით,  რასაც ,,ქართული ოცნების" ლიდერები მიხეილ საკაშვილის ჯანმრთლოებაზე ამბობენ, ეს ცინიკური და არაადეკვატურია.

მესამე პრეზიდენტი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა პატიმარი, ის ითხოვს, რომ მოინახულონ კონკრეტულმა დეპუტატებმა, ეს კი დეპუტატებმა უნდა გააკეთონ. ეს მათ შორის, მათი ვალდებულებაცაა, დეპუტატები ანგარიშვალდებული არიან აბსოლუტურად ყველა მოქალაქის წინაშე. 

ხელსიუფლება რას აკეთებს, ამოეფარა სისტემას. დღეს კონკრეტულმა ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე. - აცხადებს ,,გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური