ელჩები დამეთანხმნენ, რომ ბოიკოტმა შედეგი გამოიღიო - მამუკა ხაზარაძე შეხვედრის დეტალებზე

13.04.21 21:27
ელჩები დამეთანხმნენ, რომ ბოიკოტმა შედეგი გამოიღიო - მამუკა ხაზარაძე შეხვედრის დეტალებზე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბოიკოტით ოპოზიციამ უფრო მეტ შედეგს მიაღწია, ვიდრე ისინი პარლამენტში შესვლით მოახერხებდნენ. ხაზარაძის თქმით, ამ მოსაზრებას ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი  და აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი დაეთახნმნენ. 11 აპრილს გამართული შეხვედრის დეტალების შესახებ მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა.

ზუსტად ესეთი კითხვა დავუსვი ორივე ელჩს მე და ბადრი ვიყავით შეხვედრაზე და ორი ელჩი იყო.მათ ვკითხე, თქვენ როგორ გგონიათ ესეთი ყურადღება დემოკრატოული ინსტიტუტებისადმი დამოკიდებულება, რეფორმის წყურვილი, სასამართლო რეფორმის ცვლილება, საარჩევნო რეფორმის ცვლილება ბოიკოტის გარეშე მიღწეული იქნებოდა? დამეთანხმნენ, რომ კი, ამ ბოიკოტმა ამ მხრივ დადებითი შედეგი მოიტანა.

ხაზარაძის თქმით, ელჩებმა მას ასევე უთხრეს, რომ ბოლო რაუნდი შედეგიანი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს "ლელოს"  ლიდერები კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს შეხვდნენ

მსგავსი სიახლეები