დაუყონებლივ გაათავისუფლეთ დაკავებულები - ენმ საგანგებო განცხადებით ხელისუფლებას მიმართავს

07.05.22 11:07
დაუყონებლივ გაათავისუფლეთ დაკავებულები - ენმ საგანგებო განცხადებით ხელისუფლებას მიმართავს

გუშინ ბათუმში აქციის დარბევას და 22  პირის დაკავებას "ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება. ენმ დაკავებული პირების სასწრაფოდ გათვაისუფლებას მოითხოვს, მირდატ ქამადაძე საერთაშორისო საზოგადეობას და სახალხო დამცველს მიმართავს, დროული რეაგირება მოახდინონ ფაქტზე. 

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას საელჩოებს,სახალხო დამცველის აპარატს რომ გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია აღარ არსებობს. დიტქატურა საბოლოოდ დამყარდა. გამოხატვის და აზრის თავისუფლება ამ ქვეყანაში აღარ არსებობს და მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლებებიც ჩამოერთვა ხალხს. შესაბამისად, ამას ან ვეგუებით ან ვაგრძელებთ ბრძოლას", - ამბობს მირდატ ქამადაძე. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ  შემდგომ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ. 

გუშინ ჩვენ ვნახეთ არა პოლიცია, არამედ საბჭოთა მილიციელები, რომლებიც არბევდნენ ცემდნენ, არამარტო კაცებს, ქალბატონებს, რომლებიც თმებით ათრიეს. 22 ადამიანი დააკავეს. მოგიწოდებთ ის 22 ადამიანი, რომელიც ტყვეობაში აიყვანეთ, დაუყონებლივ, სასწრაფოდ გაათავისუფლეთ!" - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი. 

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ბათუმში  გუშინდელ აქციაზე 22 პირი დააკავა. მათ შორის არიან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები.  ამ დროისთვის უცნობია, სად არიან დაკავებული. "ტვ პირველის" ინფორმაციით, გიორგი კირთაძე ოზურგეთის იზოლატორში იმყოფება.