თავისუფალი ევროპა და მსოფლიო არ აღიარებს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმარს - ნიკა მელია EPP-ის მოწვევაზე

07.05.22 11:20
თავისუფალი ევროპა და მსოფლიო არ აღიარებს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმარს - ნიკა მელია EPP-ის მოწვევაზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილისთვის EPP-დან მოწვევას ეხმაურება. მელიას თქმით, დონალდ ტუსკის მოწვევა კიდევ ერთი დასტურია, რომ მესამე პრეზიდენტს დასავლეთი პატიმრად არ აღიარებს. 

თავისუფალი ევროპა და მსოფლიო არ აღიარებს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმარს, აღიარებს როგორც პოლიტიკურ პატიმარს. ამაზე მკაფიო სიგნალი, თუ შეუძლია დასავლეთმა ერთი ფარატინა ფურცლით გამოუგზვანოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ალბათ რთულად არის მოსაფიქრებელი.

როდესაც შენ ჯიუტდები უფრო და უფრო შენ შეცდომებში და ზურგს აქცევ შენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს, შენი სტრატეგიული პარტნიორები საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის ნების აღსრულებასთან ერთად გაიძულებენ, გადადგა სწორი ნაბიჯი, ამიტომ რაც უფრო მალე გახდებიან ადეკვატურები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მით უკეთესი მათთვის და  ამ ქვეყნისთვის" - ამბობს ნიკა მელია. 

ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს როტერდამში, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლას სთხოვს. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც მესამე პრეზიდენტს საპატიმროში მისმა თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ გადასცა.