სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური არ არის - ადვოკატი
ჩაუტარდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს ლაბორატორიული კვლევა - მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მათი თქმით, თუკი ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, ისინი პენიტენიცურ სამსახურ საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა.
ადვოკატების შეფასებით, სასჯელაღსრულების სამსახური მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავენ.
მას გარკვეული ანალიზები, ცხადია, ჩაუტარდა, მათ შორის, ის, რომელშიც თავად პენიტენიცურმა სამსახურმა საკუთარ ჩატარებულ ანალიზში შეიტანა ეჭვი და გააგზავნა საზღვარგარეთ პასუხების მისაღებად. ასევე, გახლავთ სიცრუე ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ჩემი ინტერესია მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს იქ, სადაც მისი ჯანმრთელობსი მდგომარეობა იქნება როგორც მინიმუმ შენარჩუნებული და სადაც დადგინდება კონკრეტული კრიტერიუმი, რა სახის მკურნალობა სჭირდებას მას. თუ ექსპერტები დადგენენ, რომ ამგვარი მკურნალობა შესაძლოა განოხორციელდეს მხოლოდ საზღვარგარეთ, ბუნებრივია, მაშინ უნდა იქნეს საზღვარგარეთ გადაყვანილი. უბრალოდ, ამგვარი იაფფასიანი დაზუსტება პენიტენციური სამსახურის მხრიდან არის ძალიან სამარცხვინო, - ამბობს შოთა თუთბერიძე.
მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი ამბობს, რომ თუკი ასეთი კვლევები ნამდვილად ჩატარდა, მისასალმებელია. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია იმ კვალიფიციური ექიმების დასკვნა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის რეკომენდაციას გასცემენ.
ჩვენ ყოველთვის ვეყრდნობით და განსაკუთრებით ამ ეტაპზე, ქართველი კვალიფიციური ექიმების დასკვნას და მათ მოსაზრებას, რომ ამ ანალიზებით და მისი ფიზიკური მდგომარეობით საქართველოში , სამწუხაროდ, ვერ მოხეხრდება მისი ნორმალური რეაბილიტაცია, - ამბობს მესამე პრეზიდენტის ძმა.
პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საჭიროების შემთხვევაში ის ქვეყნის შიგნით არსებულ სამედიცინი კლინიკაში იქნება გადაყვანილი.