არცერთი სიტყვა სააკაშვილზე - პრემიერი მესამე პრეზიდენტზე დასმულ კითხვას გაექცა

09.05.22 12:00
არცერთი სიტყვა სააკაშვილზე - პრემიერი მესამე პრეზიდენტზე დასმულ კითხვას გაექცა

საქართველსო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრეთელობის მდგომარეობაზე, ასევე ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე დასმულ კითხვას არ პასუხობს. 

ღარიბაშვილმა მხოლოდ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ "ქართველებს ძალიან დიდი წვლილი გვაქვს გამარჯვებაში". 

მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში და მოგეხსნებათ, ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი წვლილი და დამსახურება ამ ომში გამარჯვების. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი დამსახურება ამ ომის გამარჯვებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები