უკავშირდება თუ არა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა მოსალოდნელ სანქციებს - ინტერვიუ ოლიგარქის ადვოკატთან
რატომ გამოდის ჩრდილიდან ბიძინა ივანიშილი, უკავშირება თუ არა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის გაქტიურება სანქციების შიშს? - კითხვები ქართველი მილიარდერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ Green Vals Trust-ს სასამართლოში უჩივის. მილიარდერი Credit Suisse-ის რწმუნებულს ტრანზაქციების შეფერხებაში ადანაშაულებს. მეტიც ივანიშვილი ამბობს, რომ Credit Suisse-ის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია.
ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანება ბანკის რწმუნებულის გადაწყვეტილებამ გამოიწვია - ოლიგარქი ამტკიცებს, რომ ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებები დაარღვია. განცხადების მიხედვით, 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა თანხა მოითხოვეს, რწმუნებულმა კომპანიამ Green Vals Trust-მა კი ტრანზაქციაზე თანხმობა მხოლოდ 4 აპრილს გასცა.
"პირველები" ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლის მიზეზებზე ყოფილი პრემიერის ქართველ ადვოკატს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა:
- ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა მოსალოდნელ სანქციებს ხომ არ უკავშირდება?
პუბლიკაციაში, რომელიც ახსენეთ ყველაფერი ნათქვამია. სხვა დასამატებელი ჩემი მხროდან უდროო და უადგილო იქნება. თუ ამის ჯერი და საჭიროება დადგება, კომენტარს აუცილებლად გავაკეთებთ".
- მუშაობთ თუ არა დასავლეტთან, რომ ის (ბიძიბა ივანიშვილი) მისი კავშირებიდან გამომდინარე, სანქცირებულთა სიაში არ მოხვდეს?
ვინც ეს კითხვა ჩამოაყალიბა და ფორმულირება მოახსინა, საღ აზრს იმდენად არის აცდენილი, რომ ჩემი მხროდან კომენტარის გაკეთება უადგილოდ მიმაჩნია".
- ახლო მომავალში აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოჩნდეს?
თქვენ შეგიძლიათ კითხვები დავის სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით დამისვათ. ვთვლი, რომ ის პასუხები, რაც ამ ეტაპზე დასაშვები იყო, მე თქვენ უკვე გაგეცით".
- ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგებული სასამართლო პროცესის შემდეგ, რატომ გააჭიანურა Credit Suisse-მა თანხის გადმორიცხვა?
სარჩელი საბანკო ჯგუფის სატრესტო კომპანიის მხრიდან გარკვეული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებას".
- რამდენს ითხოვს ბიძინა ივანიშვილი ბანკის რწმუნებულისგან?
ეს უკვე დეტალებია, რომელთა გამჟღავნებასაც ჯერ-ჯერობით საჭიროდ არ ვთცლით" - აცხადებს ივანიშვილის ადვოკატი.
ცნობისთვის, სანქცირებულ კომპანიებთან კავშირი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR კომპანიამ კატეგორიულად უარყო. Cision-ი წერს, რომ "ივანიშვილს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს მხოლოდ საქართველოს და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებულ ორგანიზაციებსა და პირებთან".
PR კომპანია წერს, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა Green Vals Trus-მა ვერ შეძლო ინფორმაციის დროული გადამოწმება.
"სავარაუდოდ, ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არამხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა'- წერს ივანიშვილის ინტერესების დამცვალი კომპანია.