რატი ბრეგაძის განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლა - შოთა თუთბერიძე

10.05.22 11:08
რატი ბრეგაძის განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლა -  შოთა თუთბერიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე იუსტიციის მინისტრის გუშინდელ ბრალდებებს სასამართლოზე განხორციელებულ ზეწოლად აფასებს. თუთბერიძე იმედოვნებს, რომ დღევანდელ პროცესზე ადვოკატებს საშუალება ექნებათ რამდენიმე შუამგდომლობა დააყენონ. 

ჩვენ გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა, თუმცა მათი წარდგენის შესაძლებლობა არის  დამოკიდებული თავად სხდომის მიმდინარეობაზე. თუ დავინახავთ, რომ საჭიროა და სასამართლოს მიზნებს ხელს შეუწყობს ციხეში ვიზიტი და გასვლითი სხდომის ჩატარება, ბუნებრივია ეს შესაძლებლობა არსბეობს. მანამდე გვექნება რამდენიმე შუამდგომლობა.

რატი ბრეგაძემ რაც არ უნდა თქვას, იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ პოლიტიკურ ინქსტრუქციებს თავს დაღწევს, თუმცა რატი ბრეგაძის მსგავსი განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლა, რადგან მან პრაქტიკულად წინასწარი დავალება  გასცა, რა უნდა თქვას და რა უნდა გააკეთოს სასამართლომ, რომ სასამართლომ ეჭვი შეიტანოს ყველა იმ ადამიანში, რომელიც ხელისუფლებისგან განსხვავებულ ნარატივს აჟღერებს" , - ამბობს შოთა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. 

მსგავსი სიახლეები