ექსკლუზივი: გახარიას გუნდი "ქართულ ოცნებას" დღეს დატოვებს
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდი მმართველ პარტიას დღეს ოფიციალურად დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" სანდო წყარომ აცნობა.
ამასთან, რამდენიმე წუთის წინ, გახარიას თანაგუნდელის, გიორგი ხოჯევანიშვილის, განცხადება დაანონსდა. თემა ამ დრომდე არ კონკრეტდება, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, გახარიას გუნდი საპარლამენტო უმრავლესობას სრული შემადგენლობით დატოვებს.