"ოცნება" მელიას პატიმრობას საერთაშორისო პარტნიორებთან სავაჭროდ გამოიყენებს - კონდახიშვილი

14.04.21 11:33
"ოცნება" მელიას პატიმრობას საერთაშორისო პარტნიორებთან სავაჭროდ გამოიყენებს - კონდახიშვილი

ნიკა მელიას ადვოკატები ამბობენ, რომ ,,ენმ"-ს თავმჯდომარის პატიმრობაში დატოვებით მოსამართლე ჩახნაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა. გიორგი კონდახიშვილი ფიქრობს, რომ მელიას პატიმრობას "ოცნება" საერთაშორისო აქტორებთან მოლაპარაკების პროცესის დროს პოლიტიკური ვაჭრობისთვის  გამოიყენებს.

გუშინ ოფიციალურად დაკანონდა პოლიტიკური ტყვეობა საქართველოში, პოლიტიკური ტყვეობით ვაჭრობა.  დიდი ალბათობით, ხელისუფლება გამოიყენებს მელიას პოლიტიკურ პატიმრობას საერთაშორისო აქტორებთან მოლაპარაკების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში არის 100% პოლიტიკური შემადგენელი, ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რომ ნიკა მელიას გათავისუფლდეს უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან - ამბობს გიორგი კონდახიშვილი. 

ნიკა მელიას ადვოკატების თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ყველა ინსტანცია ამოიწურება,  მელიას საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ.